ZAZATRAVEL
9 წელი ვქმნით ტურებს, რომლებიც სტუმრებს საქართველოს გულში მიგვიყვანენ
ZazaTravel დაფუძნდა 2018 წელს ერთი მარტივი მიზნით — გვეჩვენებინა საქართველოს ნამდვილი სახე როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.
ჩვენ არ ვართ უბრალო ტურ-სააგენტო. ჩვენ ვართ მოგზაურები, რომლებსაც უზომოდ უყვართ თავისი ქვეყანა-საქართველო და ცდილობენ ეს სიყვარული ამ ქვეყნის სტუმრებსაც გადასდონ.
ვეცდებით, რომ ის დღეები რომლებსაც თქვენ საქართველოში გაატარებთ დარჩეს თქვენს ცხოვრებაში როგორც სასიამოვნო, საინტერესო და ბედნიერი მოგონებები.
ჩვენთან ერთად ნახავთ არა მხოლოდ ცნობილ ტურისტულ ადგილებს, არამედ გაეცნობით ამ ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს, 8000 წლიან მეღვინეობის ისტორიას და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, უმდიდრეს კულინარიულ-გასტრონომიულ სამყაროს.